საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია - „მწვანე ფინანსები: ინვესტიციები მდგრად განვითარებაში“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, საუნივერსიტეტო პროექტის - „მწვანე ფინანსები და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტები“ - ფარგლებში, მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით - „მწვანე ფინანსები: ინვესტიციები მდგრად განვითარებაში“ - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მედეა ჭელიძე წარსდგა.

საჯარო ლექციას, ასევე, ესწრებოდნენ საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი რატი ბურდიაშვილი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები.

როგორც პროფესორმა მედეა ჭელიძემ აღნიშნა, მწვანე ეკონომიკა მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების პროცესში გარემოსდაცვითი გამოწვევების მაქსიმალურად გათვალისწინებას, შესაბამისად, მწვანე ინვესტიციები ხორციელდება ისეთ პროექტებში, რომლებიც ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და გარემოზე ზიანის შემცირებისკენ არის მიმართული.

მისი თქმით, მსოფლიოში სულ უფრო მზარდია მწვანე ინვესტირება იმ ტიპის პროექტებში, რომლებიც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილების განეიტრალებას, მწვანე ცნობიერების ამაღლებას, ბიომრავალფეროვნებას, ენერგოეფექტურობას, რესურსეფექტურობას, განახლებად ენერგიებს, ჯანდაცვას და სხვა.

გამომსვლელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მდგრადი დაფინანსებისა და მწვანე ინიციატივებში ინვესტირების შესაძლებლობებზე, ისაუბრა რესურსეფექტური ინვესტიციების შესახებ, რაც სულ მეტად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის მისი მრავალმხრივ სარგებლიანობიდან გამომდინარე.

მედეა ჭელიძემ სტუდენტებს რესურსეფექტური მწვანე ტექნოლოგიების ეკონომიკურ სარგებელზე ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საოპერაციო ხარჯების შემცირებასთან ერთად, რესურსეფექტური მწვანე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხის ამაღლებას, წარმადობისა და სანდოობის ზრდას, ამასთან ერთად, დასაქმებულთა სამუშაო პირობებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

მედეა ჭელიძე, ასევე, შეეხო მწვანე დაფინანსების დადებით გავლენებს კონკურენტუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით, ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესის პოზიციონირების გააქტიურებაზე მწვანე მიწოდების ჯაჭვებში, რაც იძლევა ეფექტიან შედეგებს როგორც ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერების, ისე, გარემოსდაცვისა და ჯანდაცვის მიმართულებით უარყოფითი გავლენების შემცირების მხრივ.

სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულს, გამომსვლელმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მწვანე ინვესტირებასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა. აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის შემდეგ ახალგაზრდებმა მსგავსი შეხვედრების რეგულარულად გამართვის სურვილი გამოთქვეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია