პიტ ჰეგსეტი - უკრაინისთვის ბირთვული იარაღის მიცემის საკითხი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ უკრაინამ ბირთვული იარაღი მიიღოს, თუმცა, მისი განმარტებით, ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია.

„მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ გამოვაცხადო ის, რაც განიხილება, ან არ განიხილება. ეს არ არის ჩემი საქმე. ეს პრეზიდენტის საქმეა. ის არის ლიდერი, ის არის მთავარი მომლაპარაკებელი და გარიგების დამდები”, - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა Breitbart News-თან ინტერვიუში.

„ზოგიერთი ჩვენგანი არის იქ, რათა დავეხმაროთ გარკვეული სახის პირობების შექმნას, რაც უფრო სავარაუდოს გახდის შეთანხმებას და ეს არის ის, რის გაკეთებასაც მე შევეცადე აქ ნატო-ს კონტექსტში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ თუ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება გაჭიანურდება ქვეყანამ მომავალში რუსეთისგან თავის დასაცავად ბირთვული იარაღი უნდა მიიღოს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს