ალეკო ცქიტიშვილი - შემოდგომის ბუზივით იკბინება რუსული რეჟიმი და მისი დამარცხება მხოლოდ ბრძოლით არის შესაძლებელი - ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს

მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულია, შემოდგომის ბუზივით იკბინება რუსული რეჟიმი და მისი დამარცხება მხოლოდ ბრძოლით არის შესაძლებელი - ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ალეკო ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერისა, „რუსულ რეჟიმზე“ საბოლოო გამარჯვებას მხოლოდ ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად მივაღწევთ.

„ბოლო დროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებით ე.წ. პარლამენტმა და ივანიშვილის რეჟიმმა სცადა, რომ კიდევ უფრო გამკაცრებინა რეპრესიები, რომელიც არჩევნებიდან მოყოლებული, ცხადია ქვეყანაში. საზოგადოებრივი ორგანიზაციები აქტიურად ვართ ჩართულები როგორც დაკავებულთა მსხვერპლთა დაცვაში, ისე სამოქალაქო პროტესტში და მნიშვნელოვანია ხვალ ყველანი, ვინც ამ პროტესტში ვმონაწილეობთ, მოვიდეთ ევროპის მოედანზე, მივიღოთ მონაწილეობა საპროტესტო აქციაში. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მხარდაჭერა, ის, რომ დემოკრატიული ქვეყნები არ აღიარებენ რუსულ რეჟიმს საქართველოში. გუშინდელი რეზოლუცია სწორედ ამის დასტურია, სადაც პირდაპირ სიტყვა-სიტყვით არის გამოყენებული ის ტერმინები, რასაც ჩვენ არჩევნების დღიდან მოყოლებული ვიყენებთ, რომ არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება, თვითგამოცხადებულია და ფაქტობრივად, ის წარმოადგენს რეჟიმს, რუსეთის დასაყრდენს საქართველოში. ცხადია, რომ მიუხედავად ასეთი უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერისა, მხოლოდ ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას ამ რუსულ რეჟიმზე და ჩვენ სხვა უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულია, შემოდგომის ბუზივით იკბინება რუსული რეჟიმი, მიიღო ახალი კანონები, ამკაცრებს რეპრესიებს და მხოლოდ მასთან ბრძოლით არის შესაძლებელი ამ რეჟიმის დამარცხება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში