მზია ამაღლობელი - ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა - იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის - არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან

ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა, - ეს სიტყვები მოშიმშილე ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს ეკუთვნის, რომლის ციხიდან გამოგზავნილი წერილიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მომიტინგეებმა წაიკითხეს.

დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა, რომელიც 35-ე დღეა შიმშილობს, კლინიკა „ვივამედიდან“ საზოგადოებასა და აქციის მონაწილეებს წერილი გამოუგზავნა, სადაც აცხადებს, რომ „ახლა ბრძოლის დროა“.

ის საზოგადოებას სწორედ ბრძოლისკენ მოუწოდებს და დასძენს, რომ ხალხი მამაცი უნდა იყოს და ერთმანეთი გააძლიერონ.

„ფაქტი, რის გამოც, დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის სიტყვის და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის, იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში, თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა, თუ აუდიტორიებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში, იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი, არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“, - აცხადებს ამაღლობელი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება