კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო - მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2024 წელს გაწერილი აქტივობები სრულად შესრულდა

მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, სტრატეგიის მმართველი კომიტეტის მიერ, რომელიც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან შედგება - 2024 წლის ანგარიში მომზადდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანგარიშის მიხედვით, სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა 100%-ით შესრულდა.

„სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავდა: მომხმარებლის უფლებების სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებას, სამომხმარებლო განათლების გაძლიერებას, გზამკვლევი დოკუმენტების განახლებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და მონაცემთა შეგროვებისა და შეფასების მექანიზმების შექმნას.

მარეგულირებელ უწყებების მიერ მთელი წლის განმავლობაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფთან: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებთან. მომზადდა და გავრცელდა სახელმძღვანელო დოკუმენტები, ვიდეოკლიპები და სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა, რაც მიზნად ისახავდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობას.

საანგარიშგებო პერიოდში, მარეგულირებელი უწყებების ერთობლივი ორგანიზებით, წარმატებით ჩატარდა მომხმარებლის დაცვის მეორე საერთაშორისო კვირეული და კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა დელეგატმა, 50-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო სპიკერმა, 12 ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების 25-მა წარმომადგენელმა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტრატეგიის მიზანია, ეროვნულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მომხმარებელთა ინდივიდუალური და ჯგუფური ინტერესების თანაბრად და ეფექტიანად დაცვა. მმართველი კომიტეტი - 2024 წელს, სტრატეგიის საფუძველზე შეიქნა და მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ. 2024 წლის საქმიანობის შეჯამებისას გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით, კომიტეტმა შეიმუშავა და დაამტკიცა 2025 წლის სამოქმედო გეგმა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია