სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა

კრედო ბანკი მრავალი წელია იზიარებს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ფაქტორების მნიშვნელოვნებას გრძელვადიანი მდგრადობისა და ღირებულების შექმნაში. კომპანია, მომხმარებელს შესაბამისად სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც არა მხოლოდ ფინანსურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს, არამედ პოზიტიურ გავლენას ახდენს გარემოსა და საზოგადოებაზე.

მოგეხსენებათ, ამჟამად გარემოს დაცვა გლობალურ პრიორიტეტადაა ქცეული. შესაბამისად, კრედო ბანკმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბაზარზე უნიკალური პროდუქტი „მწვანე ანაბარი“ წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს და პარტნიორ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას განათავსონ თანხა მაღალსარგებლიან სადეპოზიტო სერტიფიკატის ტიპის ანაბარზე და ამასთან,თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვასა და გაუმჯობესებაში!

“ალდაგი საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, მმართველობის ისეთი სტანდარტებით, რომელიც უზრუნველყოფს დადებით სოციალურ და გარემოსდაცვით გავლენებს. 2020 წელს კომპანიას მიღებული აქვს გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული მდგრადობის ჯილდო ინოვაციების ნომინაციაში. 2023 წლის ESG სტრატეგიის თანახმად კომპანია ინვესტიციას განახორციელებს ისეთ გარემოსდაცვით ინიციატივებში, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობაში გარემოსდაცვით რისკებთან დაკავშირებით ცნობადობის გაზრდას. სწორედ აღნიშნულის ფარგლებში, გადავწყვიტეთ ჩავერთოთ კრედო ბანკის მიერ ინიცირებულ პროექტში, რომლიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას, კერძოდ, საბადურის ტყის 95000 კვ.მეტრის გაწმენდასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას აღნიშნული მიმართულებით” - ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი.

პროექტის დეტალების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს

#გამოგვყევიმწვანეინიციატივაში

#გახდიბუნებისმეგობარი

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია