პროკურორი - ბოლო ეტაპზე დამუქრებაც კი არ იყო საჭირო, უბრალოდ ეუბნებოდნენ - თქვენ თუ ამას არ იზამთ, გაგასამართლებთ და მერე ხომ იცით ციხეში რა პირობებია, ეს ორი ფრაზა უკვე საკმარისი ხდებოდა

რაღაც შეჯიბრებითობის პრინციპი ჩამოყალიბდა სხვადასხვა სტრუქტურებს შორის, ვინ უფრო მეტ ქონებას დააბრუნებდა სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველგვარი გამოძიების გარეშე. ბოლო ეტაპზე საჭიროც აღარ იყო დამუქრება, უბრალოდ ეუბნებოდნენ ასეთ რაღაცას - თქვენ თუ ამას არ იზამთ, გაგასამართლებთ და მერე ხომ იცით ციხეში რა პირობებია. ეს ორი ფრაზა უკვე საკმარისი ხდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ადამიანს ჰქონოდა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ არასწორად, დამახინჯებულად აღქმულმა სწრაფმა მართლმსაჯულებამ ძალიან ბევრი რიგითი მოხელე შეიყვანა შეცდომაში. მისი თქმით, „ყოველგვარი მტკიცებულებების და სამართალწარმოების გარეშე, თუნდაც დამნაშავე პირის რაიმე ფორმით იძულება საკუთრების დათმობაზე, აღარ არის საუბარი როცა უდანაშაულო ადამიანის საკუთრებაში არსებული ქონების ამოღება ხდებოდა სხვადასხვა მეთოდებით“.

„ვფიქრობ, რომ ამას ჰქონდა თავდაპირველად ერთგვარი ბრძანება - განკარგულების ხასიათი და შემდგომ უკვე ჩაშლილი იყო ქვედა რგოლებში, როგორც სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკა და უკვე უსიტყვოდ ხდებოდა ამ პოლიტიკის გატარება“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია