19 და 20 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა №1678 და №1679 კონსტიტუციურ სარჩელებზე

19 და 20 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1678 და №1679). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათი ცნობით, განსახილველ საქმეზე, სადავო ნორმების თანახმად, ექიმი უფლებამოსილია, უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით, პაციენტს შეუზღუდოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რიგი უფლებები.

„მოსარჩელე მხარის განმარტებით, ექიმის მიერ შეიძლება შეიზღუდოს პაციენტის უფლება უარი თქვას მკურნალობაზე ან/და სამედიცინო ჩვენების მიხედვით, სათანადოდ დამტკიცებული მეთოდებით, გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა. მოსარჩელის პოზიციით, პირის ნების საწინააღმდეგოდ მისი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარება, უფლებაში ჩარევის ინტენსივობით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ პაციენტმა, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან შეუსაბამო მკურნალობისა და მეთოდების გამოყენების შედეგად, შეიძლება განიცადოს იმგვარი სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რაც ასევე გაუთანაბრდება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

გარდა ამისა, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო რეგულირების თანახმად, ექიმი უფლებამოსილია, პაციენტს შეუზღუდოს მისი დაავადების და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ ინფორმაციის მიღების, მის შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის, არჩევნებში მონაწილეობის, განათლების მიღების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების გავლის, წერილის მიღება-გაგზავნის, ტელეფონითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის, მნახველის მიღების, სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების, პირველადი მოხმარების საგნების შეძენის, რელიგიური რიტუალის შესრულებისა და აუდიო-ვიზუალური ინფორმაციის მიღების უფლებები. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელისათვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო რეგულირება არ ითვალისწინებს პაციენტის უფლებების შეზღუდვის კრიტერიუმებს, პროცედურას და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას, რის შედეგადაც იზრდება ადამიანის უფლებების დარღვევის რისკი.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: №1678 კონსტიტუციურ სარჩელზე: „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-12 მუხლთან მიმართებით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია