მარკო რუბიო - დღევანდელი დღე გრძელი და რთული გზის პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია

კონფლიქტის დასრულებაზე წინასწარ მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რუბიოს თქმით, “ჩვენ არ ვაპირებთ ამ კონფლიქტის დასრულებაზე წინასწარ მოლაპარაკებებს”.

სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ “ეს ისეთი რაღაცებია”, რაც “მძიმე და დიპლომატიით ხდება დახურულ ოთახებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში”.

“კონფლიქტის დასასრულებლად, ყველა, ამ კონფლიქტში, თანახმა უნდა იყოს ამაზე, მისაღები უნდა იყოს მათთვის…

დღევანდელი დღე გრძელი და რთული გზის პირველი ნაბიჯია, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, “დღევანდელი შეხვედრის მიზანი” იყო გაჰყოლოდა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინს შორის გასულ კვირას გამართულ სატელეფონო საუბარს და “ჩამოეყალიბებინა კომუნიკაციის ეს ხაზები”.

სანქციებზე საუბრისას, რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-ს უკრაინაში კონფლიქტის გამო აქვს დაწესებული და აღნიშნა, რომ “დათმობების” გაკეთება “ყველა მხარეს” უწევს “ნებისმიერი კონფლიქტის” დასასრულებლად.

“წინასწარ არ განვსაზღვრავთ რა არის ეს [დათმობები], ნამდვილად არ ვაპირებთ ამაზე მოლაპარაკებებს დღეს ან პრესკონფერენციაზე”,-განაცხადა რუბიომ.

ამასთან, რუბიოს თქმით, “სხვა მხარეებსაც აქვთ სანქციები” და აღნიშნა, რომ ევროკავშირი “უნდა იყოს [მოლაპარაკების] მაგიდასთან რაღაც მომენტში, ვინაიდან, მათაც აქვთ დაწესებული სანქციები”.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს