„ტვ პირველი“ - მოვითხოვთ, ახალი ამბების სამსახურის ოპერატორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - იზოლატორის დამალვა აჩენს ეჭვს, რომ ლაშა ჯიოშვილი არის ნაცემი ან ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას

ტელეკომპანია „პირველი“ მოითხოვს, ახალი ამბების სამსახურის ოპერატორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ამ დრომდე უცნობია, სად არის გადაყვანილი ლაშა ჯიოშვილი, შესაბამისად, ტელეკომპანიის თანახმად, „იზოლატორის დამალვა აჩენს ეჭვს, რომ ის არის ნაცემი ან ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას".

„ლაშა ჯიოშვილის გატაცებიდან, საათ-ნახვერის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლაშა დაკავებულია ადმინისტრაციული წესით.

ამ დრომდე მალავენ იზოლატორს, სად არის გადაყვანილი ლაშა. იზოლატორის დამალვა აჩენს ეჭვს, რომ ის არის ნაცემი ან ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, „ტვ პირველი" მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს "ტვ პირველის ოპერატორი უკანონო პატიმრობიდან.

დაკავება მოხდა ათობით თვითმხილველის და ვიდეოკამერის წინ, არც ერთი ვიდეომასალა არ ასახავს რაიმე უკანონო ქმედებას, რომელიც ლაშამ ჩაიდინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ქმედება არის დამოუკიდებელი მედიის დაშინების მცდელობა, რათა ჟურნალისტებმა და ტელეოპერატორებმა ვეღარ შეძლონ პროფესიული მოვალეობის შესრულება", - წერია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა