ლევან მაჭავარიანი - „3+3 ფორმატში“ მონაწილეობს რუსეთი, რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და რა თქმა უნდა, მაგ რეჟიმში, ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას  არ ვაპირებთ

„3+3 ფორმატში“ მონაწილეობს რუსეთი და რა თქმა უნდა, მაგ რეჟიმში, ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ „საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში“.

მისი თქმით, არანაირი მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

„3+3 ფორმატში“ მონაწილეობს რუსეთი, რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და რა თქმა უნდა, მაგ რეჟიმში, ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ. არც დიპლომატიური ურთიერთობები გაგვაჩნია და არც სხვა ტიპის. ჯერ ჩვენ უნდა გადავჭრათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა რაიმე ტიპის ფორმატი იქნება თუ არა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

გარდა ამისა, ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ტრამპს ეთანხმება იმაში, რომ ზელენსკის შეეძლო, რუსეთთან ომი აეცილებინა".

მისი თქმით, ზელენსკი ე.წ. დიდმა ბიჭებმა შეაგულიანეს.

„მე მაგ შეფასებაში ვერ შევალ ზელენსკი დიქტატორია თუ არა, ეს ნამდვილად არ არის ჩემი შესაფასებელი, თუმცა ბატონ ტრამპს, რა თქმა უნდა, იმაში ვეთანხმები, რომ ზელენსკის შეეძლო, ეს ომი აეცილებინა. ტრამპი უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ უკრაინას შეეძლო ამის თავიდან აცილება, უბრალოდ ზელენსკი წაახალისეს და შეაგულიანეს ე.წ. დიდმა ბიჭებმა. ეს ომი მას თავიდან უნდა აეცილებინა," - აღნიშნა მან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს