საქართველოს ბანკი Global Compact-ის „ხარისხიანი განათლების“ ჯილდოს მფლობელია

საქართველოს ბანკი გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პროგრამის - „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში, „ხარისხიანი განათლების“ ნომინაციის გამარჯვებულია.

აღნიშნული ღონისძიება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მეშვიდედ გაიმართა.

ინიციატივის ფარგლებში, გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა კატეგორიებში, მათ შორის: SDG 4 - ხარისხიანი განათლება; SDG 8 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; SDG 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები; SDG 12 - მდგრადი მოხმარება და წარმოება; SDG 16- მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები; SDG 17- პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - პარტნიორული პროექტები/მდგრადი დაფინანსება.

„საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულება განათლებაა. შესაბამისად, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პროგრამის ფარგლებში მიღებული ჯილდო განათლების ხელშეწყობის მიმართულებით ჩვენ მიერ გაღებული ძალისხმევის დაფასებაა, რომელიც გვანახებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვიბიძგებს, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. დღეისათვის, CSR-ის პორტფოლიო 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ითვლის, რაც ნიშნავს იმას, რომ 500 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ვქმნით ხარისხიანი განათლების მიღების, პოტენციალის გამოვლენისა და საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენის შესაძლებლობას“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში