ჯანდაცვის სამინისტრომ, ქიმიო/ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა

ჯანდაცვის სამინისტრომ, ექიმი-ონკოლოგებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩართულობით, ქიმიო/ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევებს თავად ადგენდა, ასევე ხშირ შემთხვევაში კვლევის ტარიფები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, განსხვავებული იყო.

ინფორმაციის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით მოიხსნა ე.წ. სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, უწყების მიერ დადგენილი ტარიფებით ანაზღაურდება. მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს კი სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

„ცვლილების შედეგად, დადგენილი რეგულაციები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს ონკოთერაპიული სერვისის, როგორც ანაზღაურების, ისე მიწოდების სისტემას. გარდა ამისა, მოწესრიგდა გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად არსებული დავალიანების დაფარვის მექანიზმი, რაც გააუმჯობესებს სამედიცინო პერსონალისა და კლინიკების ფინანსურ მდგრადობას და დადებითად აისახება პაციენტის სერვისის ხარისხზე.

100 %-ით ფინანსდება: ქიმიოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში, ღვიძლის ფუნქციური სინჯები - ALT, ღვიძლის ფუნქციური სინჯები - AST, ბილირუბინი (საერთო), ბილირუბინი (პირდაპირი), ელექტროლიტები (Ka, Na, Ca), ღვიძლის ფუნქციური სინჯები - GGT, ტუტეფოსფატაზა, შარდის საერთო ანალიზი.

ქიმიოთერაპიის დროს, პაციენტის საჭიროების გათვალისწინებით, ჩასატარებელი დამატებითი ლაბორატორიული კვლევები: ალბუმინის განსაზღვრა სისხლში, მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში.

ჰორმონოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში, ღვიძლის ფუნქციური სინჯები - ALT, ღვიძლის ფუნქციური სინჯები - AST.

ასევე, ქიმიო/ჰორმონო და სხივურ თერაპიასთან დაკავშირებით საჭირო, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს