საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გიორგი მაღალაშვილს 94-ე დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსს, საქართველოს ირაკლი ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარ სამეცნიერო მრჩეველს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის, ევროპისა და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილ წევრს, საქართველოს დამსახურებულ გეოლოგს, ღირსების ორდენისა და სტუ-ის ოქროს მედლის კავალერს, კალისტრატე გაბუნიას სახელობის პრემიის ლაურეატს, სასარგებლო წიაღისეულის ოთხი საბადოს პირველაღმომჩენს, პროფესორ გიორგი მაღალაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

მილოცვის ტექსტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

დავით გურგენიძის თქმით, „განუზომელია გიორგი მაღალაშვილის წვლილი ახალგაზრდა სპეციალისტების, სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების აღზრდასა და ქართული გეოლოგიის განვითარებაში“.

„ჩვენს სათაყვანებელ მეცნიერს, ცნობილ გეოლოგს, ბატონ გიორგი მაღალაშვილს - 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 7 დამხმარე სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 4 ახალი სამეცნიერო ნოვაციის, 4 გამოგონების, ოცამდე სხვადასხვა დანიშნულების გეოლოგიური რუკის, 3 გეოლოგიური და გეოფიზიკური მეთოდის დამუშავების ავტორს, 40-ზე მეტი სამეცნიერო ფორუმის მონაწილეს ვულოცავთ 94-ე დაბადების დღეს.

პროფესორი გიორგი მაღალაშვილი ქართველ მოაზროვნეთა თაობის ის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც თავდადებით იღვწის მეცნიერების განვითარებისთვის და მრავალი ათეული წელია მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო თემებზე, როგორიცაა: კავკასიის ფაიფურის ქვები, ნახშირების ბუნებრივი „გაღარიბების“ გამომწვევი მიზეზები, ხელოვნური ალმასების წარმოება ალგეთისა და სხვა საბადოების, ე.წ. „ზოლენგოფენის“ ტიპის ლითოგრაფიული ქვის გამოყენებით, სამრეწველო მნიშვნელობის საბადოების ზოგი კომპონენტის სოფლის მეურნეობაში გამოყენება, როგორც არატრადიციული სასუქი და მელიორანტი და სხვა.

ცხოვრების მისეული გზა, საერთაშორისო ავტორიტეტი და საყოველთაო აღიარება ქვეყნისა და მშობლიური უნივერსიტეტისთვის გაწეული დიდი ღვაწლის დადასტურებაა. განუზომელია გიორგი მაღალაშვილის წვლილი ახალგაზრდა სპეციალისტების, სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების აღზრდასა და ქართული გეოლოგიის განვითარებაში.

ბატონო გიორგი, გულითადად გილოცავთ 94-ე დაბადების დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ცოდნით, მდიდარი გამოცდილებით და მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულებებით დიდხანს იღვაწებთ ჩვენი უნივერსიტეტის, ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია