დევიდ ლემი - ვგეგმავ, გამოვაცხადო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი - უკრაინის, ბრიტანეთის და მთელი ევროპის ისტორიაში კრიტიკული მომენტია, დროა ევროპამ გააძლიეროს მხარდაჭერა

გაერთიანებული სამეფო ხვალ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მასშტაბურ პაკეტს გამოაცხადებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა განაცხადა.

„დროა, პუტინის რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ. ვგეგმავ, ხვალ გამოვაცხადო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი ომის პირველი დღეებიდან - მათი სამხედრო მანქანის დასაშლელად და შემოსავლების შესამცირებლად, რომელიც უკრაინაში განადგურების ცეცხლს აღვივებს“, - აღნიშნა დევიდ ლემმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობას და განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას ყოველწლიურად 3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს, საჭიროების შემთხვევაში კი, ბრიტანელი ჯარისკაცები სამშვიდობო ძალებს შეუერთდებიან.

"უკრაინის, ბრიტანეთის და მთელი ევროპის ისტორიაში კრიტიკული მომენტია. დროა ევროპამ გააძლიეროს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ბრძოლის ველის მიღმა, ვიმუშავებთ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მდგრადი, სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად და ამ პროცესში ცხადვყოფთ, რომ არაფერი შეიძლება გადაწყდეს უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე",-აღნიშნა დევიდ ლემმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება