საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისისა და რეგიონების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ფინანსური განათლების თემაზე სემინარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის სებ-ის ფუნქციების, მიმართულებებისა და საფინანსო სექტორის საქმიანობის უკეთ გაცნობა იყო. სემინარის ფარგლებში ჩატარდა სესიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა ფინანსური ბაზრების სტაბილურობა, მომხმარებელთა უფლებები, ფინანსური რეზერვების მართვა, ფულის გათეთრებასთან ბრძოლა, საბანკო და არასაბანკო ზედამხედველობის რეგულირება და სხვა.

მათივე ინფორმაციით, სტუდენტები ასევე ქვეყანაში ძირითადი საგადახდო სისტემების მუშაობის სპეციფიკას, ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების საქმიანობის რეგულირების დეტალებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნენ.

„სემინარს ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა და ყოველი სესიის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემებზე სპიკერებისთვის შეკითხვები დაესვათ.

ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა და მასში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 40-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.

ახალგაზრდებში ფინანსური და ეკონომიკური განათლების დონის ამაღლება ეროვნული ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით ბოლო წლებში არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა წარმატებით განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს