პროკურორი - პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა

პროკურორ როინ ხინთიბიძის განცხადებით, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა.

როგორც ხინთიბიძე განმარტავს, აღნიშნულ მობილურ ტელეფონზე ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი სასამართლოში დაიკითხება და დეტალურად გამოიკვლევენ ექსპერტიზის დასკვნას.

„მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოში გამოკვლეული იქნება, ექსპერტსაც დავკითხავთ. იქ ნათლად ჩანს, ანზორ კვარაცხელია მაისურს, რომელიც შემთხვევის დროს ეცვა, წვავს, ეს ვიდეო მისი ტელეფონიდან იქნა გამოთხოვილი და კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ჩაიდინა ანზორ კვარაცხელიამ დანაშაული.

მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ ვიდეოში ანზორ კვარაცხელია საუბრობს, რომ ეს ნივთი მოსაშორებელია, კი უყვარდა, მაგრამ მოსაშორებელია, დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ, თუ რატომ იშორებდა ანზორ კვარაცხელია იმ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა - ეს მაისური ამოღებული იქნებოდა გამოძიების მიერ და დადგინდებოდა, რომ „მოლოტოვის“ მსროლელ პიროვნებას ეცვა ის“, - განაცხადა ხინთიბიძემ.

ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს