პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის ადვოკატი - ვიდეომასალა გარდა იმისა, რომ ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას ტელეფონიდანაა ამოღებული, არანაირად არ კავშირდება მასთან

ვიდეომასალა გარდა იმისა, რომ ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას ტელეფონიდანაა ამოღებული, არანაირად არ კავშირდება მასთან, - ასე ეხმაურება პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე პროკურატურის მიერ წარდგენილ ვიდეოს, რომელშიც პროკურორის განმარტებით, ბრალდებული იმ მაისურს წვავს, რომელიც მას ე.წ. მოლოტოვის სროლისას ეცვა.

ადვოკატის თქმით, ვიდეოში არათუ კვარაცხელია, საერთოდ ადამიანი არ ჩანს, ამასთან, ვიდეოს თანმდევ ხმაზეც ექსპერტიზა ჩატარებული არაა.

„რამდენიმე ვიდეოა, დაახლოებით, ათამდე, სადაც აქციაზე გადაღებული პატარა კადრები ჩანს. ერთი ვიდეოა, სადაც ცეცხლი უკიდია რაღაც ნაჭერს და სხვა არაფერი ჩანს, არც ანზორ კვარაცხელია.

ვიდეოჩანაწერში საერთოდ პიროვნება არ ჩანს, როცა ბრალდების მხარე ამბობს, ანზორ კვარაცხელია რას ამბობს, უკვე ტყუილია. რაც შეეხება ხმას, რომელიც ამ ვიდეოს თანმდევია, არ ვიცი დამონტაჟებულია თუ არა, ექსპერტიზა არ არის ჩატარებული. ადამიანი ამბობს, რომ მაისური ნადგურდება, რადგან პრობლემა არ შეიქმნას.

აღნიშნული ვიდეო გარდა იმისა, რომ ანზორ კვარაცხელიას ტელეფონიდანაა ამოღებული, არანაირად არ კავშირდება მასთან. არც ჩანს კვარაცხელია და არც სხვა პირი არ ჩანს, მხოლოდ ის ჩანს, რომ ცეცხლი უკიდია რაღაც მატერიას. ვინ საუბრობს ამას ვერ გავიგებთ. ამასთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ არის, ეს ვიდეო ჩემთვისაც დღეს გახდა ცნობილი",- განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში