ფინეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს - თუ უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, აშშ დამარცხდება

შეერთებული შტატები დამარცხდება, თუ რუსეთი მოიგებს ომს უკრაინაში, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ომი უკრაინაში არ ეხება მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ეს ეხება ევროპის უსაფრთხოებას და ამერიკის ლიდერობას. თუკი არსებობს იოტისოდენა, მცირე გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პუტინი მოიგებს, მაშინ შეერთებული შტატები დამარცხდება, ვფიქრობ, ამას ბოლომდე უნდა ვებრძოლოთ“, - აღნიშნა სტუბმა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, რა არის მისი გზავნილი ტრამპისთვის.

მისი თქმით, ტრანსატლანტიკურ ალიანსში ცვლილება მოხდა.

„ტრანსატლანტიკურ ალიანსში ნამდვილად არის ცვლილება. შეერთებული შტატები, ვფიქრობ, სწორად, გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს ევროპას, აიღოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა ფინეთი მონაწილეობას მომავალში უკრაინაში სამშვიდობო ოპერაციაში, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი, ნაადრევია.

"ნებისმიერ შემთხვევაში, მე უფრო მირჩევნია დრონების ნახვა ჰაერში. ასე რომ, ვფიქრობ, ევროპული მხარდაჭერა ძირითადად ჰაერიდან და ზღვიდან იქნება, ვიდრე ხმელეთიდან“, - აღნიშნა სტუბმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს