დავით ფაცაცია ჩუღურეთის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის ინიციატივის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, თბილისში, ნინოშვილის ქ. №57-სა და ზ. არსენიშვილის ქ. №28ა-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მინისტრმა პირადად დაათვალიერა დევნილთა განსახლების ობიექტებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო.

„დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, ჩვენი ერთობლივი მუშაობა და მოქალაქეების ჩართულობა არის სწორი გზა იმისთვის, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები სათანადოდ გადაიჭრას და ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, შესაბამისად, პერმანენტულად ვხდებით მოქალაქეებს.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომელთა მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა ქვეყნის მასშტაბით დევნილთა განსახლების ობიექტებზე არსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურული პრობლემების ძირითადი ნაწილის მოწესრიგება“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს