დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ნაწილი კვლავ გაიფიცა

დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ნაწილი კვლავ გაიფიც. მათ საკუთარი ოფისების წინ, ასევე, სოციალურ ქსელებში გამოფინეს ბანერები, წარწერით: „გაფიცულია“.

ისინი მომხმარებლებს ატყობინებენ, რომ მომსახურების მიღებას 16:00 საათის შემდეგ ვერ შეძლებენ.

როგორც „გაფიცვის“ ორგანიზატორები აღნიშნავენ, 1921 წლის ნოემბერში, ქართველი ხალხი გაიფიცა და ამ ფორმით აჩვენა წინააღმდეგობა რუსულ ოკუპაციას. 25 თებერვალი კი არის დღე, რომელიც გვახსენებს, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ისტორია განმეორდება.

გაფიცვის მონაწილეები სხვადასხვა ადგილიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მარშს მოაწყობენ და ფიცს დადებენ, რომ საქართველოს მომავლისთვის იბრძოლებენ და არ დაუშვებენ საქართველოს ხელახლა ოკუპაციას.

„მივალთ 49 სინდისის პატიმრის სახელით!

მივალთ 500 ნაცემი და ნაწამები თანამებრძოლის სახელით!

მივალთ ათასობით უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანის სახელით!

მივალთ ათიათასობით შეურაცხყოფილი ადამიანის სახელით!

მივალთ ასიათასობით გაბრაზებული ადამიანის სახელით!

მივალთ საქართველოს სახელით“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

მსვლელობა შემდეგი ადგილებიდან მოეწყობა: ვაკის პარკიდან (მარო მაყაშვილის სახელობის მარში), ამაღლების ქუჩიდან (იუნკერების სახელობის მარში), ავლაბრის მეტროდან (გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარში), მარჯანიშვილის მოედნიდან (ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში), სადგურის მოედნიდან (ვალოდია გოგუაძის სახელობის მარში) და სპორტის სასახლიდან (გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელობის მარში).

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება