ლანჩხუთის მერია - ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მამათის, აკეთის, ჭანჭათის, ჩოჩხათის, ღრმაღელის, ორაგვის, არჩეულის მოსახლეობას

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მამათის, აკეთის, ჭანჭათის, ჩოჩხათის, ღრმაღელის, ორაგვის, არჩეულის სოფლებში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, უამინდობა მუნიციპალიტეტში გრძელდება, თუმცა პარალელურად გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

“უამინდობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გრძელდება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ცენტრალური გზები მაღალი გამავლობის მანქანებისთვის იწმინდება და ტექნიკა მუშაობს აცანა-მამათის, ორმეთის, ლესა-გულიანის, ჩოჩხათის, ქალაქის, ჩიბათის, შუხუთის, სუფსის მიმართულებით.

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მამათის, აკეთის, ჭანჭათის, ჩოჩხათის, ღრმაღელის, ორაგვის, არჩეულის მოსახლეობას. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა უმოკლეს დროში აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება.

პრემიერის ბრძანებით, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.

მიმდინარეობს დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის ხელმძღვანელობით ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს”, - აცხადებენ ლანჩხუთის მერიაში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, კერძოდ, ნალექმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ხეები. სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ელოდება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო