ბათუმის მერია - ბათუმის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე სახურავები დაზიანდა - ერთი ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე

ბათუმის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე სახურავები დაზიანდა. ერთი ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, - ამის შესახებ ბათუმის მერიაში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, შეფერხება დაფიქსირდა წყალმომარაგების კუთხით, დაზიანდა ცენტრალური მილი.

„ღამის განმავლობაში გრძელდება ქუჩების გაწმენდითი ღონისძიებები თოვლის საფარისაგან. სამუშაოებში ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე დაქირავებული სპეცტექნიკა.

შეფერხება დაფიქსირდა წყალმომარაგების კუთხით, დაზიანდა ცენტრალური მილი, თუმცა აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ყველა აბონენტს ეტაპობრივად მიეწოდება სასმელი წყალი.

იყო გამოწვევა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით, რაც მოგვარებულია.

ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე სახურავები დაზიანდა. ერთი ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სახურავებთან მიმართებაში, მუნიციპალიტეტის მიერ, განხორციელდება მათი აღდგენა.

ამავდროულად, სწავლა შეჩერებულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, რომელიც 27 თებერვალს განახლდება“, - აცხადებენ მერიაში

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს