სასწავლო პროგრამის „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ პირველი ნაკადის მონაწილეებმა ტრენინგი წარმატებით დაასრულეს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) მასშტაბური სასწავლო პროექტის „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ (Women in AI) პირველი ნაკადის სწავლება დაასრულა. შესაბამისი სერტიფიკატები მონაწილეებს სპეციალურ ღონისძიებაზე გადაეცათ.

გადამზადება, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, ევროკავშირისა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, საწყის ეტაპზე წარმატებით 100-მა გოგომ გაიარა. უკვე შერჩეულია მომდევნო 100 მონაწილეც, რომლებიც მომდევნო 9 თვის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტისა და ვებდევლოპმენტის მიმართულებებით გადამზადდებიან.

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო ენუქიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე და გუნდის ლიდერი მარია სტოგოვა და საქართველოში ნორვეგიის ელჩის მოადგილე რებეკა ლი ესწრებოდნენ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსების დღიდან, სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში, ცდილობს, ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობა გაზარდოს. აღსანიშნავია, რომ BTU-მ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით უკვე განახორციელა მასშტაბური, წარმატებული პროექტი “500 ქალი ტექნოლოგიებში” და “ქალები ხელოვნურ ინტელექტში” სწორედ ამ წარმატებულ გამოცდილებას ეყრდნობა.

ევროკავშირის შესახებ

30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.

Women in AI პროექტის შესახებ

Women in AI ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, რეგიონული პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში და, ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, BTU-ს მიერ ხორციელდება.

(R)

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს