როგორ გავხდეთ მომავლის მენეჯერები? - BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა განსაკუთრებული შეთავაზებებითა და უპირატესობებით

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სასწავლო კურსია. განსაკუთრებული წარმატებით კი ის კონკრეტული პროგრამები გამოირჩევა, რომლებიც მაგისტრანტებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინტეგრაციას სთავაზობენ.

ზოგადად, თანამედროვე სამყაროში ბიზნესის წარმატება ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაცია ბიზნესპროცესებში არა მხოლოდ ზრდის ეფექტიანობას, არამედ ქმნის ახალ შესაძლებლობებს კონკურენტულ გარემოში.

ქართულ ბაზარზე ამ მიმართულებით გამორჩეულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ტექნოლოგიების ინტეგრაციით გამოირჩევა. პროგრამის მიზანია, მოამზადოს ბიზნესის ადმინისტრირებაში სიღრმისეული ცოდნის მქონე პროფესიონალი, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესის ეფექტურად და ეფექტიანად მართვის კომპეტენცია ექნება.

BTU-ს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკულ სწავლებას ეთმობა. კერძოდ, უნივერსიტეტის მხრიდან სრული დაფინანსებით, მაგისტრანტები მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებში, ტრენინგებსა და ტექ-კურსებში. ასევე, თითოეულ მაგისტრანტს საშუალება აქვს სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა და ევროპის 20-მდე უნივერსიტეტიდან მისთვის სასურველში ისწავლოს.

BTU-ს პარტნიორ უნივერსიტეტებს შორისაა ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic institute of Braganca, Portugal), რომელიც ევროპაში ერთ-ერთი პოპულარული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. აღნიშნული პარტნიორობა MBA-ს სტუდენტებს მეორე სასწავლო წელი ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გატარების და BTU-ს დიპლომის პარალელურად მეორე საერთაშორისო დიპლომის მოპოვების საშუალებას აძლევს.

მნიშვნელოვანია, რომ კურსის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ ყველაფერს, რაც არა მხოლოდ მაღალი რგოლის მენეჯმენტში დასაქმებისთვის, არამედ საკუთარი ბიზნესის დასაწყებად არის საჭირო. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 9 ტექნოლოგიურ ლაბს აერთიანებს: AI ლაბორატორია, IOS & ANDROID ლაბორატორია, ლაბორატორია 4.0, განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია, ბლოქჩეინ ლაბორატორია, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, მდგრადობის ლაბორატორია, Microsoft ლაბორატორია და MarTech ლაბორატორია. მაგისტრანტებს აღნიშნულ ლაბებსა და მათ სერვისებზე სრული წვდომა ექნებათ.

პროგრამას აქვს HRCI საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც ნიშნავს, რომ ის აკმაყოფილებს ადამიანური რესურსების მართვის (HR) პროფესიულ სტანდარტებს, და უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ცოდნის მიღებას HR-სა და მენეჯმენტში.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეების მისაღებად შეავსეთ ინტერესის ფორმა - ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები - სამაგისტრო პროგრამა

(R)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის