რუსეთის ფედერაციის საბჭომ რუსეთსა და ბელარუსს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ რუსეთსა და ბელარუსს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეებმა მესამე ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ტერორისტული და ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან საფრთხის შემთხვევაში სამოკავშირეო სახელმწიფოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური წესრიგისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ერთმანეთს ურთიერთდახმარება უნდა აღმოუჩინონ.

ასევე, ხელშეკრულება ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებასაც ითვალისწინებს.

„მხარეები რუსეთის ფედერაციის ბირთვულ იარაღს განიხილავენ, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს ბირთვული სამხედრო კონფლიქტებისა და სამხედრო კონფლიქტების წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, ასევე, შეკავების საშუალებად, რომლის გამოყენებაც უკიდურეს და იძულებით ღონისძიებას წარმოადგენს“, - ნათქვამია ხელშეკრულებაში.

ცნობისთვის, მხარეებმა შეთანხმებას ხელი 2024 წლის 6 დეკემბერს მოაწერეს. რუსეთსა და ბელარუსს შორის დადებული ხელშეკრულება ძალაში, სულ მცირე, 10 წლის განმავლობაში იქნება და მომდევნო 10 წლის ვადით ავტომატურად გახანგრძლივდება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს