28 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური, Un-Habitat-თან ერთად, გამართავს ფორუმს „ადგილობრივი ნებაყოფლობითი ანგარიშის განვითარებისათვის“ (VLR ფორუმი).
ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გახსნის.
საკონტაქტო: ელენე ლობჟანიძე - 995 598 57 43 37
28 თებერვალს, 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში გაიმართება მწერლის და აქტივისტის მიხეილ ციხელაშვილს სასამართლო პროცესი.
28 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
28 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული მათე დევიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
28 თებერვალს, 12:00 საათზე, ISFED-ის ბათუმის ოფისში გაიმართება ბრიფინგი.
თემა: ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ ბსუ-ს რექტორის ასარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს წარადგენს და არჩილ გუჩმანიძის ინტერესებს დაიცავს.
მის: ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. 56
საკონტაქტო პირი: მადონა ბერიძე, 558 022 021
28 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
28 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კონფერენციას თემაზე: „საქართველო და ევროკავშირი: ახლა საით?“ გამართავს.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. 13
საკონტაქტო: მარიამ ჩიტიშვილი - 599 89 96 27
28 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში, ორგანიზაცია „სასკოლო კლუბების ასოციაცია“ პროექტის - „თებერვლის გაკვეთილები 1921-2025“ შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.
მის: მერაბ კოსტავას 77/ა, (საქართველოს უნივერსიტეტი)
საკონტაქტო: 577499061
28 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
28 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
28 თებერვალს, 15:00 საათზე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი 307)
28 თებერვალს, 18:00 საათზე, „სიდას“ ორგანიზებითა და GeRaD-ის მხარდაჭერით, იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან ექიმები, პაციენტები, პაციენტების ოჯახის წევრები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
მის: 26 მაისის მოედანი #1, სასტუმრო Holiday Inn.
საკონტაქტო: ჟანა ჩოხელი - 595 17 70 72