Cryptal-ზე სიახლეა - ერთი კრიპტო აქტივის მეორეში გადაცვლა უკვე პირდაპირ, SWAP ფუნქციის დახმარებით არის შესაძლებელი!
კრიპტო სამყარო და მასთან დაკავშირებული ისეთი პოპულარული ციფრული აქტივები, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი ან USDT არიან, სულ უფრო აქტიურად ჩნდებიან ჩვენს ფინანსურ ცხოვრებაში.
მათი პოპულარობა საგრძნობლად გაზრდილია საქართველოშიც და მოიმატა ისეთი ადამიანების რაოდენობამაც, რომლებიც სხვადასხვა კრიპტო აქტივს ფლობენ ან ტრანზაქციების განსახორციელებლად მათ თითქმის ყოველდღიურად იყენებენ.
ამის პარალელურად, ადამიანებს გაუჩნდათ საჭიროება, რომ კრიპტოებთან დაკავშირებული სერვისები მაქსიმალურად სწრაფად, კომფორტულად და მარტივად მიიღონ - იქნება ეს კრიპტოს ყიდვა, სხვაგან გადარიცხვა თუ გადაცვლა.
სწორედ ამ საჭიროებას ემსახურება პლატფორმაზე სვაპ ფუნქციის გამოჩენაც, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სასურველი ორი ქოინი ერთმანეთში პირდაპირ გადაცვალონ - ბიტკოინი ლაითქოინში, ეთერიუმი ბიტკოინში და ა.შ.
კრიპტო სვაპი არის, ტრადიციული სავაჭრო მეთოდების გარეშე, ერთი კრიპტო აქტივის მეორეზე გადაცვლის მარტივი და სწრაფი გზა. ვაჭრობისგან განსხვავებით, რომელიც ბირჟაზე ორდერის განთავსებასა და მისი დაკმაყოფილების მოლოდინს გულისხმობს, სვაპი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კრიპტო აქტივები პირდაპირ ერთმანეთში გადაცვალონ.
SWAP-ის ფუნქცია აქრობს ბირჟის, გარიგებისა და მსგავსი, შედარებით რთული სერვისების საჭიროების აუცილებლობას. ნაცვლად ამისა, ის მომხმარებლებს აქტივების ერთმანეთში გადაცვლას სწრაფად და უპრობლემოდ სთავაზობს. ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოსადეგია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ რომ ბაზრის ცვალებადობას მომენტალურად უპასუხონ და ვაჭრობის, დალოდებისა და ტექნიკური დეტალების გარეშე, მყისიერად შეძლონ სასურველი კრიპტო აქტივის მიღება პირდაპირ, სხვა ქოინის გამოყენებით.
სვაპი გამოირჩევა მომხმარებლებზე მორგებული ფუნქციონალით და მისი წყალობით კრიპტო ტრანზაქციები გაცილებით ხელმისაწვდომია, მათ შორის დამწყებთათვისაც.
კრიპტალის ახალი ფუნქციით სარგებლობა მომხმარებლებს სიახლის პარალელურად, ნაცნობ ხარისხსა და უპირატესობებსაც სთავაზობს:
სვაპის გამოყენება შეუძლია ყველა იმ ადამიანს, რომელსაც კრიპტოს მიღება სწრაფად და ზედმეტი პროცედურების გარეშე სურს. ფუნქციით სარგებლობა კი, განსაკუთრებით გამოსადეგია:
იმისათვის, რომ მომხმარებელმა კრიპტო სვაპი ანუ ერთი ქოინის მეორეში გადაცვლა შეძლოს, კრიპტალზე მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია უნდა გაიაროს, რომელიც სულ რამდენიმე წუთს საჭიროებს.
ამის შემდგომ, პლატფორმაზე გამოჩნდება ველი სახელად Swap საიდანაც შესაძლებელია ერთი კრიპტოს მეორეში სვაპი.
პრინციპი მარტივია, საჭიროა ორი სასურველი აქტივის არჩევა - ერთი ქოინი, რომელსაც მომხმარებელი უკვე ფლობს და მეორე ქოინი, რომლის მიღებაც სურს. შემდგომ კი, უნდა მიუთითოს გადასაცვლელი კრიპტოს რაოდენობა.
სულ ეს არის, სვაპი მომენტალურად შესრულდება, მომხმარებლის ციფრული აქტივები კი, მის კრიპტო საფულეში აისახება.
კრიპტო აქტივების პოპულარობის ზრდის პარალელურად, იზრდება და მარტივდება მათზე ხელმისაწვდომობაც. ამაში კი, თავისი წვლილი კრიპტალსა და მის ახალ ფუნქციასაც შეაქვს.
SWAP-ის დახმარებით შესაძლებელია ერთი კრიპტო აქტივის პირდაპირ, მეორე ქოინში გადაცვლა, ყოველგვარი ზედმეტი პროცედურებისა და გართულებების გარეშე - BTC – ETH, LTC - SOL და ა.შ.
სვაპის გამოყენებით ადამიანები ისეთ მნიშვნელოვან უპირატესობას იღებენ, როგორიც სისწრაფე, სიმარტივე და მრავალფეროვნებაა. სასურველი კრიპტოს მიღება მყისიერად, დაყოვნების გარეშე არის შესაძლებელი და ის ყველასათვის ერთნაირად მარტივია, ინდუსტრიასთან დაკავშირებული გამოცდილების მიუხედავად.
(R)