ბაზისბანკთან პარტნიორობით საცხოვრებელი კომპლექსი ნოვო ნუცუბიძე შენდება

ბაზისბანკი აქტიურად განაგრძობს დეველოპერული პროექტების მხარდაჭერას. ბაზისბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია ნოვო დეველოპმენტი, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ახალ საცხოვრებელ კომპლექს ნოვო ნუცუბიძეს აშენებს. ბესარიონ ჟღენტის ჩიხი #13-ში მშენებარე დეველოპერული პროექტი გამოირჩევა მშენებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვით და ბინის ოპტიმალური გეგმარებით.

ნოვო ნუცუბიძის პროექტი მომავალ მაცხოვრებლებს სთავაზობს ბინებს განსხვავებული ზომის საძინებლებით, რაც მეტი თავისუფლების საშუალებას იძლევა ინტერიერის დიზაინის შექმნის დროს. აივანი მოპირკეთდება კერამო-გრანიტის ფილებით. შენობის გარე პერიმეტრი შენდება იტონგის ბლოკით, რაც უზრუნველყოფს შენობის თბოიზოლაციას. კომპლექსი აღჭურვილია ალუმინის კარ-ფანჯრებით და ორმაგი შუშით, ბინებში დამონტაჟდება შესასვლელი რკინის კარი საკეტით. პროექტში გათვალისწინებულია გამწვანებული ეზო და მოწესრიგებული სადარბაზო, ფასადი და სახურავი.

ნოვო დეველოპმენტის საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობებია ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემო და უმაღლესი ხარისხის სამშენებელო მასალები. საცხოვრებელი კომპლექსი სრულად მორგებულია მომავალი მაცხოვრებლებისთვის საუკეთესო გარემოს შესაქმნელად.

პროექტი სრულად დაფინანსებულია ბაზისბანკის მიერ და მშენებლობა სრულდება 2026 წლის სექტემბერში. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი მარტივ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია