კლაუს ვალდნერი - საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრიალო ტრასა აქვს და მსოფლიო თასის შეჯიბრიც ძალიან კარგად ორგანიზებული იყო

გუდაურში, სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის შეჯიბრის დირექტორის კლაუს ვალდნერის შეფასებით, საქართველოში ტურნირი წარმატებით ჩატარდა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრიალო ტრასა აქვს და ტურნირიც ძალიან კარგად ორგანიზებული იყო.

„ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით, რადგან გუდაურში ჩატარებული ტურნირით კმაყოფილი დავრჩი. ორგანიზატორების მიერ გაწეული დიდი სამუშაოს გარდა, ამინდმაც ხელი შეგვიწყო. ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ მსოფლიო თასის ეტაპების საქართველოში ჩატარება ჩვენი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. თოვლის კონდიცია იდეალური იყო და ტურნირიც“ - განაცხადა კლაუს ვალდნერმა.

დღესვე გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩილე, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, საქართველო) 97 სპორტსმენი ასპარეზობდა. შეჯიბრის გამარჯვებული იტალიის წარმომადგენელი, სიმონე დერომედისი გახდა. რაც შეეხება ქალ სპორტსმენებს, შეჯიბრში შვეიცარიის წარმომადგენელმა, ფანი სმიტმა გაიმარჯვა.

კაცებს შორის შეჯიბრის გამარჯვებულმა სიმონე დერომედისმა აღნიშნა, რომ საქართველოში ღონისძიება ძალიან კარგად ორგანიზებული იყო, რისთვისაც მან ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მაგარი შეჯიბრი იყო. ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, რაღაც კარგი ხდება. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო. ეს შეჯიბრი ძალიან კარგად ორგანიზებული იყო, რისთვისაც მადლობა ორგანიზატორებს", - განაცხადა სიმონე დერომედისმა.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) იმართება.

მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში, საქართველოში მეორედ ჩატარდა. გასულ წელს, ღონისძიებას ბაკურიანმა უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე, საქართველოში ასევე წარმატებით ჩატარდა მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში.

8-9 მარტს გუდაურში დაგეგმილია მსოფლიოს თასის ეტაპის გამართვა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია