საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევამ მაღალეფექტური მოწყობილობების დაპროექტების შესახებ სახელმწიფო საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის - „ვიბრაციული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსური კვლევა და ახალი, მაღალეფექტური მოწყობილობების დაპროექტება“ - ხელმძღვანელია სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი, დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მანქანათა დინამიკის განყოფილების უფროსი, პროფესორი ვიქტორ ზვიადაური, ხოლო კოორდინატორია მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი მერაბ ჭელიძე. პროექტში, ასევე, ჩართულნი არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის აღმასრულებელი მდივანი ალექსანდრე დიდებულიძე, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი მირიან ცოცხალაშვილი, სამთო და გეოინჟინერიის დოქტორი, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ნანა დოლიძე და სტუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი გელა ჯავახიშვილი, ხოლო პროექტის უცხოელი კონსულტანტია პროფესორი გრიგორი პანოვკო.

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორის, ვიქტორ ზვიადაურის თქმით, პროექტი მოიცავს ფხვიერი მასალის ვიბრაციული სატრანსპორტო ტექნოლოგიური (ვსტ) პროცესის განზოგადებული მათემატიკური მოდელის დამუშავებასა და იდენტიფიკაციას, პროცესის ზოგად გამოკვლევას მათემატიკური მოდელირებით და ასევე, განზოგადებული მათემატიკური მოდელის დაყვანას პროექტით გათვალისწინებული (ვსტ) პროცესების (სამი სხვადასხვა მოწყობილობის) მათემატიკურ მოდელებზე, ამასთან, თითოეული პროცესის მათემატიკური მოდელირების და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური პარამეტრების განსაზღვრას.

როგორც ვახტანგ ზვიადაური აცხადებს, დაგეგმილია მანქანისა და მოწყობილობების ახალი, მაღალ მწარმოებლური კონსტრუქციების დაპროექტება და პროექტების საფუძველზე ახალი (ვსტ) მანქანისა და მოწყობილობების ლაბორატორიული ნიმუშების დამზადება, ხოლო, ნიმუშებზე ექსპერიმენტების ჩატარება.

„საპროექტო პრობლემატიკა უკავშირდება ფხვიერი სამთამადნო და სამშენებლო მასალების გადამუშავების და გამდიდრების ტექნოლოგიური პროცესების კვლევას და მოწყობილობების დამუშავება-შექმნას. ამასთან დაკავშირებით, დაგეგმილია პუბლიკაციები, პატენტები, მოხსენებები, მოწყობილობების ფიზიკური ნიმუშები, რაც დადებითად წარმოაჩენს ფაკულტეტს და უნივერსიტეტს, ხელს შეუწყობს ყველა საფეხურის სტუდენტების სალექციო და პრაქტიკულ ჩართულობას კვლევის თეორიულ და გამოყენებით ასპექტებში. ქვეყნის მასშტაბით, დაპროექტებული და შექმნილი ახალი მოწყობილობების, როგორიცაა: ვიბრაციული მოწყობილობა ახალი მუშა ორგანოთი და ახალი ვიბროამძრავით, ვიბროკონვეიერი ხრახნული მუშა ორგანოთი, ფხვიერ-თხევადი მასალის გამამკვრივებელი ვიბრაციული მოწყობილობა, ფიზიკური ნიმუშები შეთავაზებულ იქნება საქართველოს სამთამადნო და სამშენებლო კომპანიებისთვის“,- განაცხადა ვიქტორ ზვიადაურმა.

მათივე ინფორმაციით, პროექტი - „ვიბრაციული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსური კვლევა და ახალი, მაღალეფექტური მოწყობილობების დაპროექტება“ - სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში