რა უნდა იცოდე საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის შესახებ? -   მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია ვებინარზე

სკოლის მოსწავლეებში STEM მეცნიერებების პოპულარიზაციისა და განათლების შესაძლებლობების შექმნისათვის, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს.

STEM სკოლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა 4 მარტს, 17:00 საათზე ZOOM სივრცეში გაიმართება.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე, შემდეგ კი, შეხვედრამდე 15 წუთით ადრე რეგისტრაციის დროს გამოყენებულ მეილზე ZOOM-ის ოთახის მოწვევას მიიღებენ.

შეხვედრას პროექტის მენეჯერი, გიორგი ლომიძე გაუძღვება, რომელიც დამსწრეებს STEM სკოლის, სასწავლო პროცესის, სტიპენდიის მოპოვების შესახებ მოუყვება და აუდიტორიისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს.

ინფორმაციისთვის, STEM სკოლა - საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით VII-XI კლასის მოსწავლეებისთვის ხორციელდება. სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და ხელს უწყობს მომავლის პროფესიების შესწავლას, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას. ამასთან, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს ავლენს და მათ სწავლას უფინანსებს. ინიციატივის ფარგლებში, ფინანსურმა ინსტიტუტმა 200-ზე მეტი სტიპენდიატი გამოავლინა.

STEM სკოლის მეხუთე ნაკადზე მიღება მიმდინარეობს და 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე. წელს საქართველოს ბანკი სწავლას 90 მოსწავლეს დაუფინანსებს - მათგან 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს მიიღებს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია