რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი გარდაიცვალა

რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათი თქმით, ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე იყო.

„გარდაიცვალა ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე, მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სამძიმარს უცხადებს ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.

ნუგზარ ბაგრატიონი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში (1975, 1980-1984).

1991-1994 წლებში ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში.

1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი;

1997 წლიდან — კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი.

განხორციელებული დადგმები: მიშელ ფერმოს „კარებს აჯახუნებენ“, მიხეილ მრევლიშვილის „წამება დედოფლისა“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, გურამ დოჩანაშვილის „აღდგენითი სამუშაოები“, ნოდარ დუმბაძის „ასტვაც ინჩუ ჰამარ“, გურამ დოჩანაშვილის „ჰარალეთი, ჰარალეთი“, გურამ დოჩანაშვილის „მხოლოდ ერთი კაცი“, ანზორ სალუქვაძის „ნანილი“, გურამ დოჩანაშვილის „მფრინავი ხვლიკი ქართულა“ და სხვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს