„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ჰუმანიტარული დახმარება იმერეთის სოფლებშიც ჩაიტანეს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, იმერეთში, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკით შევიდნენ და ვანის რაიონში, გარე სამყაროსგან მოწყვეტილ სოფლებს ჰუმანიტარულ და სამედიცინო საჭიროების ნივთებსა და საკვებს აწვდიან. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტიქიის ზონაში გახსნილ საგანგებო შტაბს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს.

„სამუშაოებში ჩართული არიან კოალიციის რაიონული ორგანიზაციები და აქტივისტები. მუშაობს ცხელი ხაზი, ხდება ინფორმაციის მიღება-დამუშავება და კოორდინაცია ადგილზე მომუშავე მოხალისეობრივ ჯგუფებთან“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს