„ოსკარის“ გამარჯვებულები მამაკაცის და ქალის როლების შემსრულებლების ნომინაციებში ედრიუ ბროუდი და მაიკი მედისონი გახდნენ

„ოსკარის“ 97-ე დაჯილდოების გამარჯვებული მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში ედრიუ ბროუდი გახდა ფილმში : "ბრუტალისტი" შესრულებული როლისთვის.

ფილმში "ანორა" ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებლისთვის „ოსკარი“ მსახიობ მაიკი მედისონს გადაეცა.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად ზოი სალდანი დასახელდა ფილმში : „ემილია პერესი“ შესრულებული როლისთვის. მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი „ოსკარი“ კირან კალკინს გადაეცა ფილმისთვის "ნამდვილი ტკივილი".

საუკეთესო რეჟისორად შონ ბეიკერი დასახელდა ფილმისთვის : „ანორა“. ფილმა „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო ორიგინალური სცენარის და ფილმის საუკეთესო მონტაჟის კატეგორიებშიც.

ამერიკული კინოაკადემიის 97-ე დაჯილდოების ცერემონია ჰოლივუდის Dolby Theatre-ში მიმდინარეობს. მას ცნობილი ამერიკელი თოქ-შოუს წამყვანი კონან ო’ბრაიენი უძღვება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს