ირაკლი ლექვინაძემ OECD-GVH RCC-ის მიწვევით ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ, OECD-GVH RCC-ის მიწვევით, ქ. ბუდაპეშტში, რეგიონული ცენტრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ბუდაპეშტის კონკურენციის რეგიონული ცენტრის (OECD-GVH RCC) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყების პირველმა პირებმა, გაფართოებული დიალოგის ფორმატში, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

მათივე ცნობით, ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლას ყურადღება გაამახვილა - საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე.

„საქართველოში ეკონომიკა, საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტიციები სტაბილურად იზრდება. ჩვენი უწყების მიზანია უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი კონკურენცია.’’ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, GCCA-ის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას დეტალურად მიმოიხილა მოკვლევების, მონიტორინგების და კონცენტრაციების კონტროლის მიმართულებით მიღებული შედეგები და აღნიშნა რომ საქართველოში კანონმდებლობა 2020 წლიდან გაუმჯობესდა.

„საკანონმდებლო ცვლილებებმა საშუალება მოგვცა მიგვეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეთანხმებული ქმედებების წინააღმდეგ, განვახორციელეთ ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი და გავეცით რეკომენდაციები, რომელთა დანერგვის შედეგად გაიზარდა ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე. აქტიურად ვაკონტროლებთ კომპანიების გამსხვილებებს (კონცენტრაციებს), 2020-2024 წლებში, საქართველოში 37 კონცენტრაცია განხორციელდა, მათ შორის შეუტყობინებლობა იყო 18. შეუტყობინებლობის აღმოსაჩენად ჩვენ ვეყრდნობით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მონაცემებს. გასულ წელს, ჩვენს მიერ 53 ათასამდე რეგისტრაცია იქნა გადამოწმებული. სექტორულ ჭრილში, ბიზნესის ყველაზე დიდი წილი კონცენტრაციების - FMCG, სამშენებლო მასალების წარმოება/მოპოვების, განათლების, საწვავის და სასმელების წარმოების ბაზარზე მოხდა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ და კონფერენციის ორგანიზატორებს მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ: ორი შვარცი, OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი; მარია პილარ კანედო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უნგრეთის კონკურენციის რეგიონული ცენტრის დირექტორი; რენატო ფერანდი, იტალიის კონკურენციის უწყების საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი; საბინა ზიკელსკი, ბუნდესკარტელამტის მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი და სხვები.

„უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში, სამუშაო ვიზიტით ასევე იმყოფებოდა GCCA-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი შაკიაშვილი. კონფერენციაში OECD-ის და 15 ქვეყნის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი პირი მონაწილეობდა. კონფერენცია უნგრეთის კონკურენციის უწყების მასპინძლობით გაიმართა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია