დავით ფაცაცია თბილისში დევნილთა განსახლების ობიექტებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ინფრასტრუქტურული პროგრამების მონიტორინგის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში, ჯ. ბაგრატიონის ქ. №2-ში, ერეკლე მეორეს მე-4 შესახვევში, რკინიგზის ქ. №14-ში, კერესელიძის ქ. №13-სა და პეტრიწის ქ. №1ა-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე, ადგილზე გაეცნო აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა წინაშე არსებულ საჭიროებებს.

„ჩვენ ეტაპობრივად ვხვდებით დევნილ მოქალაქეებს, ადგილზე ვეცნობით მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს და შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო აქტიურად შევძლოთ მათი მხარდაჭერა და მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა გამოიტანს მნიშვნელოვან შედეგებს“, - განაცხადა მინისტრმა, დავით ფაცაციამ.

აღნიშნულ მისამართებზე სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება