განახლებული ციფრული ბარათები საქართველოს ბანკის მობილბანკში

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას კვლავ აგრძელებს. ამჯერად, მობილბანკში მომხმარებლებს PLUS და Student Card-ის განახლებული დიზაინის ციფრული ბარათები დახვდებათ.

ციფრული ბარათების დიზაინი სამ კატეგორიად იყოფა. ესენია: საქართველოს კუთხეები, ინტერესები და ფერები. ბარათი უფასოა და მისი მისი აღება მომხმარებლებს სულ რამდენიმე წუთში, მობილბანკიდან შეუძლიათ.

ციფრული PL US ბარათების აღებისას, მომხმარებელს ასევე აქვს შესაძლებლობა აირჩიოს თვის ჭრილში ერთი შეთავაზება. PLUS-ის შეთავაზებები მარტისთვის მოიცავს PLUS ქულების ქეშბექს Arttime, Yves Rocher, NAPAPIJRI, Scotch and Soda, Elite Website-ისა და Voulez-vous-ს მაღაზიებში.

ინფორმაციისთვის, ციფრული ბარათის ასაღებად საჭიროა საქართველოს ბანკის მობილბანკის აპლიკაციის დააფდეითება.

„საქართველოს ბანკის საუკეთესო მობილბანკის 8.0 ვერსიაში დიდი განახლებაა და ის ციფრული ბარათების რედიზაინსაც მოიცავს, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ბარათის ვიზუალი თავად აირჩიონ. 3 კატეგორიის, 30-მდე უნიკალური ვიზუალით ბარათის მფლობელს შესაძლებლობას ვაძლევთ, გამოხატოს საკუთარი თავი, აირჩიოს საყვარელი ფერი, ჰობი თუ კუთხე. ინტერესების კატეგორიაში მუსიკის, ხელოვნების, ცხოველების, სპორტის, ზამთრის და ზაფხულის, წიგნების, მოგზაურობის მოყვარულებს დახვდებათ ციფრული ბარათები. კუთხეების კატეგორია მოიცავს საქართველოს კუთხეებს, ყველაზე ღირსშესანისნავი ადგილების დიზაინით. ხოლო, ფერების კატეგორია იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც მინიმალიზმს ამჯობინებენ და სადა ვიზუალი მოსწონთ. ჩვენი გუნდი თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა, რათა მომხმარებელთა ინტერესები შეგვესწავლა და მათზე მორგებული პროდუქტი შეგვექმნა. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში