გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 მარტს 11:00-დან 11:02 საათამდე და 15:58-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძეგვი, ქსანი, ხეკორძი, ნიჩბისი, ქსოვრისი, წიწამური. 11:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ბიწმენდი, ჯიღაურა, საგურამო, გალავანი, ბურიანი, ნავდარაანთკარი, წინამძღვრიანთკარი. 14:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში წეროვანი, ზემო წეროვანი, მისაქციელი, ჩარდახი, გოროვანი, სხალტბა, მუხრანი, არაშენდა, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში.

11:00-დან 14:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში. ხოლო 14:00-დან 18:30 საათამდე - მომხმარებლებს სოფლებში ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, ზემო ბულაჩაური, ქოჩორაანი, ქერიაანთკარი, დავათი.

12:00-დან 15:00 საათამდე ელენერგია დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს ზაჰესში პლატინის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუხათგვერდში. 15:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება მომხმარებლების ნაწილს ავჭალის მასივში, სოფელი გლდანში, ავჭალა 2-ის დასახლებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აცხადებენ კომპანიაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს