აშშ-ში ჩინეთის საელჩო - თუ ომი არის ის, რაც აშშ-ს სურს, იქნება ეს სატარიფო ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა ომი, ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ

თუ ომი არის ის, რაც აშშ-ს სურს, იქნება ეს სატარიფო ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა ომი, ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ში ჩინეთის საელჩო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„თუ აშშ-ს ნამდვილად სურს ფენტანილის პრობლემის მოგვარება, მაშინ უმჯობესი იქნება ჩინეთთან კონსულტაციები და ერთმანეთის თანასწორად მოპყრობა. თუ ომი არის ის, რაც აშშ-ს სურს, იქნება ეს სატარიფო ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა ომი, ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ“, - წერს აშშ-ში ჩინეთის საელჩო X-ზე.

ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „აშშ ფენტანილის საკითხს ჩინურ იმპორტზე ტარიფების გაზრდისთვის სუსტ საბაბად იყენებს“.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფების გაორმაგებას, 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს. ჩინეთმა გარკვეული სახის ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს