ადვოკატი - დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ჩვენება დისტანციურად მისცეს - სასამართლო რეალურ ჩვენებას მოისმენს მომხდარი ფაქტის შესახებ

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლოს დისტანციურად დაესწრება.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილი მოსამართლეს დეტალურ ჩვენებას მისცემს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

„სასამართლო სხდომაზე დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ჩვენება დისტანციურად მისცეს და იმედი მაქვს, რომ ამ შუამდგომლობას მოსამართლე დააკმაყოფილებს. სასამართლო კი რეალურ ჩვენებას მოისმენს მომხდარი ფაქტის შესახებ. რაც შეეხება დისტანციურად ჩართვას, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ადგილმდებარეობა უცნობია, ტექნიკურად პრობლემა ვერ იქნება, რადგან ეს ელექტრონულად მოხდება. მოსამართლე ვალდებულია ჩვენს მიერ წაყენებული შუამდგომლობა დააკმაყოფილოს, გიორგი ბაჩიაშვილის დისტანციურად გამოკითხვასთან დაკავშირებით, რადგან ეს კანონით არის გათვალისწინებული და თან გვქონია პრეცედენტები, როდესაც გამოსაკითხმა პირებმა სასამართლოს ჩვენება ონლაინ რეჟიმში მისცეს.

რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სასამართლო სხდომა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას შეეხება, გამორიცხული არ არის ბრალდების მხარემ ბაჩიაშვილისთვის პატიმრობის გამოყენება მოითხოვოს, თუმცა გიორგის ბაჩიაშვილს სხვა ბრალთან მიმართებაში პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს, ამიტომ მეორედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობის დაყენების საფუძველს ვერ ვხედავ“,- განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ერთი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

ბრალდება, რომელიც ბაჩიაშვილს აქვს წაყენებული, 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული საქმის გარდა ბრალი კიდევ ორ საქმეზე - "მტკვარი ჰესის" და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აქვს წაყენებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში