საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეთანხმებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ტალეჰ კაზიმოვმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიხედვით, მხარეები ორი ქვეყნის ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობაზე თანხმდებიან, მათ შორის, ფინანსური ტექნოლოგიების, მონეტარული პოლიტიკის, საგადახდო სისტემების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროებში თანამშრომლობაზე. მემორანდუმი, ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობასა და ინფორმაციის გაცვლას ურთიერთმხარდამჭერ პრინციპებზე დაყრდნობით.

„აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის სულ უფრო ძლიერდება ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა და საბანკო/საფინანსო სექტორი უნდა გაყვეს ამ ტენდენციებს. ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ ურთიერთთანამშრომლობა აქტუალური მიმართულებით. მათ შორის, საგადახდო სისტემების დაახლოების კუთხით, რაც ჩვენს საბანკო სისტემას საშუალებას მისცემს სწრაფად და ხარისხიანად უზრუნველყოს ვაჭრობის ნაკადები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და ტრანზაქციები. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ფინტექების, საფინანსო ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში საერთო გამოწვევები გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია გავცვალოთ ხედვები, გამოცდილება და ინფორმაცია მაკროეკონომიკური პროგნოზების თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი ვიზიტი თბილისში დაიგეგმება და ეროვნულ ბანკს ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა ესტუმრება“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია