სემეკი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის მოპოვების მსურველთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველ პირებს აცნობებს, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ, გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის დადგენილ 20%-იან ზღვარს გადააჭარბა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ ეტაპისთვის სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” გამანაწილებელ ქსელში შეჩერდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით სარგებლობის მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილება.

რაც შეეხება სს “თელასს”, განცხადებების მიღება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, იმის გათვალისწინებით, რომ პიკური დატვირთვის 20%-იანი ზღვარი კვლავ ასათვისებელია.

„საკუთარი მოხმარების მიზნით, ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების მოწყობაზე შეზღუდვები არ ვრცელდება, გარდა იმ შემთხვევისა თუ მომხმარებელი მოინდომებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის მოპოვებასა და შესაბამისად, მასთან დაკავშირებულ ჭარბ ელექტროენერგიაზე დარიცხვის სისტემით (ე.წ. Net Metering-ით) სარგებლობას.

მოქმედი კანონმდებლობით, ყველას აქვს უფლება საკუთარი საჭიროების დასაკმაყოფილებლად აწარმოოს ელექტროენერგია და შეამციროს ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო გამანაწილებელ ქსელში გაშვებული ჭარბი ელექტროენერგიით სარგებლობა, საჭიროებს სხვადასხვა ფინანსურ მოდელებში ჩართვასა და რეგისტრაციას“,- ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება