„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსზე გასულ წელს 23 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ფინანსური ინსტიტუტი უკვე შვიდი წელია, ავითარებს საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge, რომელიც ახლა უკვე ბიზნესების ერთიანი სივრცის - ბიზნეს 360-ის ნაწილია. პლატფორმა 60-მდე კურსსა და მასტერკლასს მოიცავს ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის, გაყიდვების და სხვა არაერთი თემატიკის გარშემო. ვიდეოლექციებს, რომლებიც ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ, სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები უძღვებიან.

გასულ წელს პლატფორმის დახმარებით 23 ათასზე მეტმა ადამიანმა აიმაღლა კვალიფიკაცია. პოპულარულ ბიზნესკურსებს შორის გამოირჩეოდა შემდეგი კურსები:

“საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ბიზნესისთვის განათლების ხელშეწყობა. ჩვენ აქტიურად ვიკვლევთ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს, შემდეგ კი მათ ინტერესებზე მორგებულ კურსებს ექსპერტებთან ერთად ვქმნით. ბიზნესკურსი ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რადგან 2018 წლიდან ჩვენ ათობით ათას ადამიანს გავუზიარეთ ინფორმაცია და გამოცდილება ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, როგორებიცაა ლიდერობა, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, კონტენტის შექმნა და სხვა. ბიზნესკურსისადმი მზარდი ინტერესი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო გავზარდოთ პლატფორმის შესაძლებლობები“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმას Businesscourse.ge ახლახან დაემატა ახალი კურსები Email მარკეტინგისა და ელექტრონული კომერციის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს