ევროკავშირისკენ გზა: უპირატესობები და წინსვლის შესაძლებლობა

„ევროკავშირისკენ გზა: უპირატესობები და წინსვლის შესაძლებლობა“ - ასე ჰქვია უფლებადამცველთა გაერთიანების, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შეიქმნა.

პუბლიკაციის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცით, თუ რა სარგებლის მომტანია ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის.

პუბლიკაციაში საუბარია ევროკავშირის მთავარ მიღწევებზე - რა სიკეთეები აქვს ევროკავშირში გაწევრიანებას პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის; როგორია ევროკავშირის საბანკო-სასესხო პოლიტიკა და რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის.

უფრო კონკრეტულად კი, ნაშრომში განმარტებულია, რა მიზანს ემსახურება ევროკავშირი და ხაზგასმულია მისი როლი უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფისთვის. ამასთან, საუბარია, თუ რა დამსახურება აქვს ევროკავშირს 73-წლიანი საქმიანობის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში.

გარდა ამისა, პუბლიკაციაში ადგილი ეთმობა ევროკავშირის ფარგლებში ეკონომიკურ საქმიანობას და საუბარია შიდა ბაზარზე, როგორც ევროკავშირის მთავარ ეკონომიკურ ძრავასა და ყველაზე დიდ ინვესტიციაზე. ამ კუთხით ხაზგასმულია სიკეთეები, რომელსაც ქვეყნები და ცალკეული ადამიანები შიდა ბაზრის შედეგად იღებენ და ნათქვამია, რომ აღნიშნული პრინციპის წყალობით, ევროკავშირში ადამიანების თავისუფლად გადაადგილებასთან ერთად, უნიკალური შესაძლებლობა არსებობს საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის ასევე თავისუფლად გადაადგილებისთვის.

ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზეც. საუბარია ტენდენციებზე, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში არსებობს როგორც ზოგადად ადამიანის, ისე ცალკეული ჯგუფების, მათ შორის: სტუდენტების, დასაქმებულების, პენსიონერების მიმართ. დასახელებულია ის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ევროკავშირში ადამიანების უფლებების დაცვას უზრუნველყოფს და აღნიშნულია, რომ ევროკავშირში ამ სტანდარტების დაწევის უფლება არავის აქვს.

ამასთან, პუბლიკაციაში ხაზგასმულია სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის ევროკავშირის როლი და პრიორიტეტები. მათ შორის არის სურსათის უვნებლობა და ხარისხი. დასახელებულია ამ კუთხით ევროკავშირში არსებული 4 მიმართულება, რაც ნაშრომის თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გარემოს ქმნის. ესენია: მცენარეთა ჯანმრთელობა; ცხოველთა ჯანმრთელობა; საკვების ჰიგიენა; დამაბინძურებლები და ნარჩენები. პუბლიკაციაში მოყვანილი სფეროებია ასევე განათლება და კულტურა და ხაზგასმულია, რომ როგორც ერთ, ისე მეორე დარგში პოლიტიკის წარმოება ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს პრეროგატივაა და ევროკავშირი მოქმედებს როგორც მხარდამჭერი და განმავითარებელი.

ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირის მნიშვნელობაზე საერთაშორისო დიპლომატიის, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებითაც. ასევე, საუბარია ევროკავშირში ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული პოლიტიკის თაობაზე.

გარდა ამისა, პუბლიკაციაში ადგილი ეთმობა ევროკავშირის ბიუჯეტს და მის დაყოფას სფეროების მიხედვით. აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აფინანსებს დიდ ინფრასტრუქტურულ და კვლევით პროექტებს და ეხმარება წევრ ქვეყნებსა და მის მიღმა სამყაროს გამოწვევებზე რეაგირებაში.

ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა იმ სიკეთეებს, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის აქვს. დასახელებულია კონკრეტული ქვეყნებიც და მაგალითადაა მოტანილი მათი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. საუბარია როგორც ეკონომიკურ სარგებელზე, ისე სოციალური წარმატებასა და სოფლად ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. ასევე, პუბლიკაციაში ევროკავშირისთვის ფუნდამენტურ საკითხად ფინანსური სტაბილურობაა დასახელებული და ხაზგასმულია ევროპული ცენტრალური ბანკი (ECB), როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი ინსტიტუტია ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფად, რისკის იდენტიფიცირებისა და რისკების შესაფასებლად.

პუბლიკაციაში ცალკე თავი ეთმობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას. ხაზგასმულია ის ფინანსური დახმარებები, რაც საქართველომ ევროკავშირისგან გასული წლების განმავლობაში მიიღო. კანდიდატის სტატუსთან მიმართებით კი ნათქვამია, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი ძლიერი მხარდაჭერის აღიარება და დახმარებაა.

პუბლიკაცია ხელმისაწვდომია ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და აფხაზურ ენაზე სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ:

პუბლიკაცია შექმნილია დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მისი შინაარსი ავტორისეულია და შესაძლოა, ის არ გამოხატავდეს დიდი ბრიტანეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

(R)

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს