ანონსი 10 მარტი

10 მარტს, 09:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10 მარტს, 10:00 საათზე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეული გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის გამზირი 37ა, სასტუმრო „პულმანი“

საკონტაქტო: 577 25 55 15

10 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამაზ ხუბუას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში. ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა. გუნბას განცხადება რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმებაზე, რომელიც აფხაზეთში დავის საგანია“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 მარტს, 11:15 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ვახტანგ ყოლბაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში. ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა. გუნბას განცხადება რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმებაზე, რომელიც აფხაზეთში დავის საგანია“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 მარტს, 11:30 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.21 (პარტიის ოფისი)

10 მარტს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10 მარტს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

10 მარტს, 12:30 საათზე, პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304

10 მარტს, 12:30 საათზე, პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

10 მარტს, 12:30 საათზე, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 მარტს, 13:00 საათზე, ეროვნული არქივის შენობაში „კვირის პალიტრის“ პროექტის - „გზავნილი მომავალში“ მორიგი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ.1 (საგამოფენო პავილიონი)

10 მარტს 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ ხატია დეკანოიძის სასამართლო პროცესი გაიმართება და სავარაუდოდ, გადაწყვეტილება გამოცხადდება.

10 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ინიციატივით, ქართველ და ებრაელ ქალთა (ესთა) ასოციაციასთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად გაიმართება სასწრაფოს ექიმების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

10 მარტს, 17:00 საათზე, "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ანაკლია და არბიტრაჟი.

მის: "თბილისი ცენტრალი", "ძლიერი საქართველოს" ოფისი.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“