რუსეთის საგარეო უწყება - თუ ლონდონი სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს, რუსული მხარე „სარკისებურ“ პასუხს გასცემს

რუსეთი გადამწყვეტ „სარკისებურ“ პასუხს გასცემს, თუ ბრიტანეთი სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსეთში ბრიტანეთის საელჩოს ზოგიერთი თანამშრომლისთვის აკრედიტაციის გაუქმებას ეხება.

„10 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რუსეთის საგარეო სამინისტროს განმარტებით, რუსულმა მხარემ მწვავე პროტესტი გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის ზოგიერთი თანამშრომლის მიერ რუსეთში შესვლის ნებართვის მიღებისას მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის წარდგენის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც, სამინისტროს შეფასებით, კანონმდებლობის დარღვევაა.

„ბრიტანელ დიპლომატს ეცნობა რუსეთის კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე, რუსეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მიუთითებს, რომ ეს თანამშრომლები ეკუთვნიან ბრიტანეთის სპეცსამსახურებს და 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პირებს უუქმდებათ აკრედიტაცია. მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია ორი კვირის ვადაში უნდა დატოვონ“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ „მოსკოვი არ მოითმენს ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცრების საქმიანობას რუსეთის ტერიტორიაზე და რომ რუსეთის უკომპრომისო ხაზი ამ საკითხში ჩამოყალიბდება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ასევე გაკეთდა გაფრთხილება, რომ თუ ლონდონი სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს, რუსული მხარე გადამწყვეტ „სარკისებურ“ პასუხს გასცემს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია