„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ვორკშოპი „როგორ ვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა ბიზნესში“ გაიმართება

საქართველოს ბანკი“ აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის საინტერესო საკითხებზე ღონისძიებების ორგანიზებას. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, 18 და 19 მარტს, 2-დღიანი ვორქშოპი ჩატარდება. ვორკშოპზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები გაიგებენ, თუ როგორ შეუძლიათ კონკურენტული უპირატესობის მოპოვება. შეხვედრას გაუძღვება ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, დანიელ მათერი.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება და დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სპიკერთან ერთად განიხილონ შემდეგი საკითხები:

  • როგორ ამოიცნოთ საკუთარი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა;
  • როგორ დაარწმუნოთ მომხმარებელი პროდუქტების, მომსახურების სარგებლიანობაში;
  • რა სტრატეგიებს მიმართოთ საკუთარი განმასხვავებელი ნიშნის პოზიციონირებისთვის;

გარდა ამისა, გაიგებთ, თუ რას ეძებს თქვენი ბიზნესის სამიზნე სეგმენტი, რაშია თქვენი კომპანია განსაკუთრებით ძლიერი, რა უპირატესობები აქვთ კონკურენტებს და სხვა.

დანიელი მათერი ვორქშოფს ინგლისურ ენაზე ჩაატარებს, ხოლო მსურველებისთვის ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანი იქნება ხელმისაწვდომი.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს Business360.ge

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნისიქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, კურსები, შეთავაზებები თუ სხვა.

(R)

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს