BTU-ს რექტორი, ნინო ენუქიძე ჰარვარდის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

9 მარტს, ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში ბიზნესის სკოლისა და კენედის სკოლის ორგანიზებით კონფერენცია Harvard Social Enterprise Conference 2025 (SECON) გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, "როგორ შევცვალოთ მსოფლიო - ოთხი გლობალური პერსპექტივა", გლობალური გავლენის მქონე ახალგაზრდა ლიდერებს შორის მოწვეული იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორი, ნინო ენუქიძე, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ციფრული და AI წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და BTU-ს ინიციატივები წარადგინა.

Harvard Social Enterprise Conference (SECON) არის ჰარვარდის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სტუდენტური კონფერენცია, რომელიც სოციალური გავლენის თემას ეთმობა. კონფერენცია იმართება ჰარვარდის ბიზნესის სკოლის (HBS) და ჰარვარდის კენედის სკოლის (HKS) სტუდენტების მიერ. SECON-ის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგსა და თანამშრომლობას იმაზე, თუ როგორ შეიძლება ბიზნესების, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობა პოზიტიური სოციალური ცვლილებებისთვის.

ნინო ენუქიძემ Harvard-ის სცენაზე BTU-ს ციფრული წიგნიერებისა და AI განათლების პროგრამებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა BTUAI და AI4Globe პლატფორმებზე, რომლებიც ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის წიგნიერებას მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის. გარდა ამისა, მან BTU-ს Coding School for Women ინიციატივა გააცნო აუდიტორიას, რომელიც ქალების გადამზადებასა და ტექნოლოგიურ სფეროში მათი დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ: Bhumi Pednekar (Actor, Climate Warrior, UNDP Advocate), Hector Mujica (Head of Economic Opportunity and Inclusive Technology, Google.org) და Kate Fitz-Gibbon (Professor (Practice), Faculty of Business and Economics, Monash University). დისკუსიის ფარგლებში განხილული იყო ის მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში გლობალური ცვლილებების გამოწვევას უკავშირდება.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს