ბაზისბანკთან პარტნიორობით ახალი საცხოვრებელი კორპუსი „ვარკეთილი ფროფერთიზ“ შენდება

ბაზისბანკი განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. ამჯერად, თბილისში, კახეთის გზატკეცილი #1-ში, დეველოპერული კომპანია „ვარკეთილი ფროფერთიზ“ ახალ პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელ კორპუსს აშენებს.

12-სართულიანი საცხოვრებელი პროექტი გამოირჩევა ხელსაყრელი მდებარეობით და პრემიუმ ხარისხის სამშენებლო მასალებით მშენებლობით. კომპანია მომავალ მაცხოვრებლებს კომფორტულ გარემოსა და ცხოვრების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიას ჰპირდება, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ განსაკუთრებული გარემო შეუქმნას მობინადრეებს.

სამშენებლო დეველოპერული კომპანია გამოირჩევა არაერთი წარმატებული პროექტით და დიდი გამოცდილებით ქართულ სამშენებლო ბაზარზე, მის პორტფელშია მრავალი დასრულებული და რეალიზებული საცხოვრებელი კორპუსი. კომპანიის მთავარი უპირატესობებია მშენებლობის პროცესში თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენება, სამშენებლო ვადების დაცვა, გამორჩეული ინფრასტრუქტურა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა მშენებლობის ყველა ეტაპზე.

„იცხოვრე კომფორტულ გარემოში, ყველაფერთან ახლოს“.

მშენებლობა 2026 წლის მაისში სრულდება და მომავალ მაცხოვრებლებს მწვანე კარკასის კონდიციით ჩაბარდება. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი მარტივ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს